|
2016-11-16 13:36:25, 2125 ნახვა
ეკონომიკა სამართალი
ივანე ჩხარტიშვილის ბიზნესავანტიურას თიბისი ბანკი უზენაეს სასამართლოში დაუპირისპირდება
ივანე ჩხარტიშვილის მიერ სხვისი ქონების მითვისების კამპანიას თიბისი ბანკი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. „ბიზნესმენ" ივანე ჩხარტიშვილს თიბისი ბანკთან აკავშირებს მრავალმილიონიანი სასესხო დავალიანება, რომლის მომსახურებაც არ ხდებოდა წლების განმავლობაში ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ. შესაბამისად 2010 წელს, კანონის სრული დაცვით, მოხდა დაგირავებული ქონების, ფოთის წისქვილქარხნის გასხვისება. მოგვიანებით, 2015 წელს, ივანე ჩხარტიშვილმა წააგო დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ლონდონის სამეფო სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ პატარკაციშვილის ქონება, მათ შორის ფოთის წისქვილქარხანა, ჩხარტიშვილს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული. ამონარიდი გადაწყვეტილებიდან, „ივანე ჩხარტიშვილმა გარდაცვლილი მეგობრის (ბადრი პატარკაციშვილის) ქონება არამართლზომიერად მიითვისა," ნათლად ავლენს ე.წ. „ბიზნესმენის" არაკეთილსინდისიერებას. საზოგადოებას კარგად ახსოვს ივანე ჩხარტიშვილის წარსული. ის არაერთხელ იქნა მხილებული არაეთიკურ ბიზნესსაქმიანობაში და სხვადასხვა ბიზნესსუბიექტს ედავება ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების მიზნით. ახლაც, ივანე ჩხარტიშვილი 90-იანი წლების მეთოდებით, ბიზნესეთიკისა და საკუთრების უფლების დარღვევით, ცდილობს, მიითვისოს სხვისი კუთვნილი ქონება და ამ ბიზნესავანტიურას ახორციელებს სამართლიანობის აღდგენის ეგიდით. თიბისი ბანკი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო სტანდარტებით მართულ ფინანსურ ინსტიტუტს და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში, არ დაუშვებს პოსტსაბჭოთა, შავ-ბნელი მეთოდებით ბიზნესის კეთების პრაქტიკას საქართველოში და არ აპირებს შერჩევითად მიუდგეს მსესხებლებს, მათი პოლიტიკური გავლენების მიუხედავად. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს „ბიზნესმენს", სრულად უნდა იაზრებდეს სასესხო ვალდებულების მომსახურების პრინციპს, შესაბამისად უფლებას ვიტოვებთ, ეს პიროვნება ვცნოთ პროვოკატორად. იმედი გვაქვს, სასამართლო ხელისუფლება დადგება მოწოდების სიმაღლეზე და მიიღებს კანონზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩხარტიშვილის ქმედებები ძირს უთხრის არა მხოლოდ ბიზნესის ეთიკურად კეთების პრინციპს, არამედ სამართლიანი სასამართლოს რეპუტაციას და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს - საკუთრების ხელშეუხებლობას. ამასთან, ივანე ჩხარტიშვილის მისამართით, განვმარტავთ, რომ არ ვაპირებთ ამ პოლემიკის განვრცობას. გვაქვს რა პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ვალდებულებად ჩავთვალეთ საჯაროდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია. თიბისი ბანკი მუდამ იდგება ქვეყანაში სამართლიანობის, ბიზნესეთიკის და საკუთრების უფლების სადარაჯოზე და შესაბამისად ამ ბიზნესავანტიურას წერტილს დაუსვამს მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში.
(NS)
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)