|
2016-11-09 15:18:05, 769 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში დღეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის ჯეიმს ჰოლბრუკის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიმს ჰოლბრუკი, საქართველოში ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, აშშ-ში ბრუნდება. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ჯეიმს ჰოლბრუკი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ჯეიმს ჰოლბრუკის მიერ გაწეული შრომა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გახნისა და ფუნქციონირების საქმეში. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნატო-საქართველოს ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები და თავდაცვის ატაშეები, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)