21:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 12:09:30, 2358 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის 10 სამხედრო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელშიც ხუთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. 

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. 

აფეთქება ერაყისა და ირანის საზღვართან, მთიან რაიონში მოხდა, სადაც აქტიურად მოქმედებენ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრები.

როგორც მედია წერს, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ჰაკარის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ჯერ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანა ააფეთქეს.

თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2015 წლის ივლისში დაირღვა. მას შემდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics