10:53 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 16:07:00, 776 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი და შსს მინისტრი ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან

ხვალ დაბა ასპინძაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილეს მიულოცავენ და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან შს მინისტრის მოადგილეები, უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პოლიციის სპეციალური საბრძოლო აღჭურვილობა და სამხედრო ტექნიკა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics