15:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 09:34:45, 1355 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პლენუმი დღეს იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პლენუმი დღეს იმსჯელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ახლადდაკომპლექტებული პლენუმი აირჩევს. 
მოსამართლეები დღეს 12:00 საათზე შეიკრიბებიან და დახურული ფორმატის საორგანიზაციო შეხვედრას გამართავენ. 

დღესვე სასამართლოს მუშაობაზე იმსჯელებენ, ახალი თავმჯდომარის შესახებ კი, 14:00 საათზე იმსჯელებენ.

კონსტიტუციის თანახმად, პლენუმმა სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ორი კვირის ვადაში უნდა დაასახელოს, ხოლო ახალი თავმჯდომარე ხუთი კვირის ვადაში უნდა აირჩიონ.

ახალი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს. თავმჯდომარის ასარჩევად კი, კანდიდატს ხუთი მოსამართლის მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა ახალმა მოსამართლემ ფიცი 2 ოქტომბერს დადო. პლენუმის ახალი წევრები ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თემურ  ტუღუში არიან. 

სასამართლოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ვადა გიორგი პაპუაშვილს 3 ოქტომბერს ამოეწურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics