|
2015-03-16 11:49:32, 520 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კარგი იქნება, საქართველოში მე–5 პრეზიდენტი ქალი იყოს
„კარგი იქნება, რომ საქართველოში მე–5 პრეზიდენტი ქალი იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მიმიდნარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყნებში, სადაც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა უფრო მაღალია, სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვთ. შესაბამისად, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა უნდა გაიზარდოს. „ჩვენ დღეს ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელშიც დიდი ხანია ასე აქტიურად ვმონაწილეობთ. პროცესის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს: ქართულ სახელმწიფო სისტემაში, ქართულ რეალობაში ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული, ბევრად აქტიურად მაღალ თანამდებობებზე. დღევანდელი შეხვედრა და სხვა შეხვედრებიც, რომლებიც ამ მიმართულებით ჩატარებულა, მიქმნის განცდას, რომ ამაზე მნიშვნელოვანი კონსესუსი საქართველოში შემდგარია. ის, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვენენ ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში, მეტი ქალი უნდა იყოს წარმომადგენლობით ორგანოებში, ისევე, როგორც აღმასრულებელ სისტემაში. ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ გამოგვიგონია. ქვეყნებში, სადაც ქალთა მონაწილეობაა უფრო მაღალია, ბევრად უფრო სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე და მათ კვალიფიციურ გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და ეს არის რეალობა, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებები შეგვიძლია მივიღოთ. ჯერ კიდევ ჩვენ არ გვაქვს ის სუფთა სტატისტიკური დონე, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და განაპირობებდა ქვეყნის უფრო აქტიურ და მშვიდობიან განვითარებას. მნიშვნელოვანია, თუ რა მექანიზმებით განვახორციელებთ ამ სწრაფვას. მომხრე ვარ, პროცესში, როდესაც ხალხი და საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს, თვითმმართველობასა თუ ცენტრალურ წარმომადგენლობით ორგანოს– პარლამენტის დონეზე, ჩვენ შემოვიღოთ კვოტირების სისტემა, რათა რეალურად მივიდეთ იმ დონეზე. მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად ვიღვაწოთ ამ მიმართულებით, მე ამისიც მჯერა, რომ მე–5 პრეზიდენეტი საქართველოში კარგი იქნება, რომ ქალი იყოს, ამ მიმართულებით კარგი იქნება ნაბიჯები გადავდგათ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილი.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)