21:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 11:06:41, 2262 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 13 ათასამდე სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა

თურქეთში 13 ათასამდე სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული სამართალდამცველები მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

თურქეთის პოლიციის სამმართველოს განცხადებით, სამართალდამცველების წინააღმდეგ სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ახალი გამოძიების ფარგლებში ამოქმედდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უფლებამოსილებაშეჩერებულ სამართალდამცველებს შორის 2 523 ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. სულ თურქეთის პოლიციის შემადგენლობაში 250 ათასი ადამიანია.

ცნობისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს 100 ათასამდე სამხედროს, პოლიციელს, მასწავლებელს და საჯარო მოხელეს. არშემდგარი ამბოხის შემდეგ წინასწარი პატიმრობა 32 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. გამოძიება 70 ათასი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics