|
2015-03-15 15:00:30, 859 ნახვა
სამართალი
ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდში მის ოფისს თავს დაესხნენ
ზუგდიდში, ანი ნადარეიშვილის ოფისში ზუგდიდის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნადარეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს. მისივე თქმით, დამსხვრეულია შუშები და ნაცემი არიან თანამშრომლები. ნადარეიშვილმა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ წევრსა და მას შორის გამართული დიალოგის შინაარსიც გაახმაურა: "ბოლო გაფართხალება სკამების გადასარჩენად! როგორც კი მოვარდნენ ჩავედი მათთან, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები იყვნენ, როგორც ჩავედი ერთ-ერათი ყველაზე აგრესიული საკრებულოს წევრი გოგა ღადუა მომვარდა და ვკითხე ჩემს ოფისში რა გინდათ, აგერ ვარ და გისმენთთქო, ბოლო ხმაზე მიყვიროდა - 21 მარტს რატომ მიგყავთ ხალხი თბილისშიო. მანამდე კი, ნადარეიშვილი წერდა, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ. "ამ წუთებში ზუგდიდში ისევ და ისევ საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოფისი ცარიელია, კვირაა და იციან, რომ დღეს შტაბი დაკეტილია. და რაც ყველაზე მთავარია ისევ სკოლის მოსწავლეები მიიყვანეს აქაც. აღარავინ არ ყავს ქართულ ოცნებას სამეგრელოში",-დაწერა ანი ნადარეიშვილმა "ფაისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)