21:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 22:12:20, 2794 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, დეკემბერში იმსჯელებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, დეკემბერში იმსჯელებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრემიერმინისტრ ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრისას აღნიშნა. 

ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს ისეთ ვარიანტებზე, რომელიც რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულფასოვანად ამოქმედების საშუალებას მისცემს.

"ჩვენ კვლავ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ დეკემბერში სანქციების პოლიტიკას გავაგრძელებთ", - განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, 2016 წლის ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics