|
2015-03-14 12:23:28, 670 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულების მინისტრი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდეზს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხუან მენდეზს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. „განვიხილეთ 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები. პოლიტიკური ნებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგია ის, რომ საბოლოოდ დავძლიეთ ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაწესებულებების გადატვირთულობა, არასათანადო ჯანდაცვა და ა.შ. ვისაუბრეთ უკვე პარლამენტში ინიცირებულ რეფორმის პროექტზე, რომელიც არსებითად ცვლის სისტემის არსებულ მოდელს და ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სრულ ინტეგრაციას სამინისტროში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გაძლიერებას, სოციალური სამსახურის დამოუკიდებლობას და უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ სამოქალაქო კონტროლსა და გამჭვირვალობას“, -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ცნობისთვის, ხუან მენდეზი გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტატუსით საქართველოში პირველად იმყოფება. ვიზიტის მიზანს დახურულ სისტემაში მოთავსებულ პირთა მოპყრობასთან დაკავშირებული მდგომარეობისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული დინამიკის შესწავლა წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. გაეროს სპეციალური მომხსენებლის საბოლოო ანგარიში და თანდართული რეკომენდაციები რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება. წინასწარ კომენტარებსა და რეკომენდაციებს მენდეზი პრესკონფერენციაზე წარმოადგენს, რომელიც 19 მარტს, 17:30 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება. 2016 წლის მარტში გაეროს სპეციალური მომხსენებელი თავის საბოლოო ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წარუდგენს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)