15:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 14:14:21, 1373 ნახვა

სამართალი
გია ლორთქიფანიძე საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბერს გეგმავს

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

როგორც ლორთქიფანიძის განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად.

"ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერნე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინაეე მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე", - ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, ლორთქიფანიძის მიმართ დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებაზე ამ წუთებში სასამართლო მსჯელობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics