20:20 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 11:45:54, 2307 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში უკრაინული ორგანიზაციის “ოპლოტის” ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს

მოსკოვის ოლქში უკრაინული ორგანიზაციის “ოპლოტის” ლიდერი ევგენი ჟილინი მოკლეს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, ჟილინი ოდინცოვოს რაიონში ერთ-ერთ რესტორანში მოკლეს. უცნობმა პირმა მაგიდასთან მჯდომ ორ პირს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. ევგენი ჟილინი ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ცნობისთვის, 40 წლის ევგენი ჟილინის წინააღმდეგ უკრაინაში რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობდა. ის ცნობილი იყო როგორც ევრომაიდანის აქტიური მოწინააღმდეგე.

მიმდინარე წლის იანვარში კიევის სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ადამიანის გატაცების ბრალდებით მასზე ძებნა გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics