|
2016-09-16 19:29:10, 890 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩის შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდა. მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიმართულებანი გააცნო. საუბარი შეეხო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებას, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებს შორის ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, განათლებისა და კულტურის საკითხებზე. ელჩმა მზაობა გამოთქვა გაცვლითი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის. აჭარა გერმანიის რამდენიმე რეგიონთან თანამშრომლობს და ჩვენს რეგიონში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ბევრი ინფრასტრუქტურული ღონისძიება ხორციელდება. გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. დოქტორი ჰაიკე რენატე ფაიჩი საქართველოში გერმანიის ელჩია 2016 წლიდან. გერმანიის ელჩი ჩვენს რეგიონში რამდენიმე დღე დარჩება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)