|
2015-03-11 17:29:06, 450 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: შეცდომა მეც მომდის
„შეცდომა მეც მომდის, მინისტრებსაც, მერებსაც, გამგებლებსაც, გუბერნატორებსაც, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. თუმცა, პრემიერის შეფასებით, მთავარია, მათი საქმიანობა ანტიკორუფციული და სიმართლეზე დაფუძნებული იყოს. „ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პასუხისმგებლობის საკითხზე. ყველასთვის არსებობს ერთი კანონი, მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა გავურბოდეთ პასუხისმგებლობას. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად. რა თქმა უნდა შეცდომები იქნება და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. პირადად ჩემგან დავიწყებ, რომ შეცდომა ყველას მოგვდის, მეც მომდის შეცდომა, მინისტრებსაც, რა თქმა უნდა შეცდომა მოგივათ მერებსაც, გამგებლებსაც, გუბერნატორებსაც, მაგრამ ჩვენ შეცდომების არ უნდა შეგვეშინდეს, მთავარია ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ საქმეს რასაც ვაკეთებთ არის მართალი“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამწუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება. შეხვედრაში ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობენ. ამასთან, შეხვედრას ესწრებიან განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)