|
2016-09-06 11:23:44, 1219 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა, თბილისში, ქ. თბილისის შემოსავლელი გზის 36 - ე კმ. „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ ტერიტორიაზე. სერვის ცენტრი ძირითადად სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.“თეგეტა მოტორსის“ ახალ სერვის ცენტრში წარმოდგენილია: მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო, აქვე გახლავთ შოურუმი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სატვირთო ავტომობილის საბურავების, აკუმულატორებისა და სხვა სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ფილიალში ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ „ტაქს ფრის“ სერვისით, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ საინფორმაციო სამსახურში 226 44 44 ან 224 44 44 წინასწარი რეზერვაციის ან ნებისმიერი ინფორმაციისათვის. „თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვის ცენტრი გამოირჩევა მდებარეობით, ვინაიდან იგი გახლავთ „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანა იყრის თავს. ძირითადად ეს სატვირთო მანქანები არიან საერთაშორისო გადაზიდვებში მყოფი, როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო გადამზიდავები. რამოდენიმე დღიანი თუ კვირიანი მგზავრობის გამო, ხშირად გარკვეული პრობლემები ექმნება მანქანებს, ამიტომ მძღოლებისათვის მეტად კომფორტულია ამ ტერიტორიაზე ავტო სერვისის არსებობა. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში,რუხსში, გორსა და თელავში.
(NS)
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)