17:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 13:09:11, 1804 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში კრიმინოლოგიის ინსტიტუტზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ბრიუსელში პოლიციამ კრიმინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 სამართალდამცავ ორგანოებში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ უცნობმა პირებმა კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ღობე ავტომობილით გაარღვიეს და ლაბორატორიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რასაც აფეთქება მოჰყვა. ინციდენტის დროს ინსტიტუტის შენობაში არავინ ყოფილა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინსტიტუტთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics