23:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 09:39:36, 474 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან - დემიან ბრიკკოსთან და ქეითი ქენინგთან შეხვედრა გამართა.

შსს–ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების, გამოძიების ფედერალური ბიუროს შემდგომი მხარდაჭერის და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით.

დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამომავლო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას და ნაყოფიერ და წარმატებულ შედეგებზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტების განხორციელების საჭიროებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics