22:40 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 12:05:53, 584 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანიას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაიბარებენ

დავით ნარმანიას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაიბარებენ. ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ნარმანია სხდომაზე მივიდეს, 13 დეპუტატის ხელმოწერა მაინცაა საჭირო,  ამ მომენტისთვის კი,  10 დეპუტატის ხელმოწერა არსებობს.
ელისაშვილის ინიციატივას მხარს  საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" უჭერს.
"ჩვენ ვუჭერთ მხარს ელისაშვილის ინიციატივას, რომ დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში მთავრობასთან ერთად მოვიდეს, რათა ვისაუბროთ იმ ძალიან მწვავე პრობლემებზე, რომლებიც ქალაქში, მერიაში  არსებობს. ამას კი მიუთითებს ამ სისტემაში დაპატიმრებები, ასევე კორუფციული გარიგებები. თბილისში საქმე არ კეთდება. დადებული ხელშეკრულებები არ სრულდება, ჩვენ გვსურს ნარმანიასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსტრუქციულად ვისაუბროთ",-განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics