11:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 13:16:15, 1596 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკეს“ თბილისში 8 900 კვადრატულის ფართი გადაეცემა

საქართველოს ეკონიმიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკეს“ თბილისში 8 900 კვადრატული მეტრის ფართი გადაეცემა.

 შესაბამისი პროექტი სწორედ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

 „დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საწარმოსთან დაკავშირებით გავიტანეთ პროექტები. კერძოდ, ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკე“, რომელსაც გადაეცემა თბილისში 8 900 კვადრატული მეტრი კურსანტების ნომერ 7-ში. აღნიშნული ქონება შეფასებულია 625 000 ლარად და შესაბამისად საინვესტიციო ვალდებულება „აწარმოე საქართველოს“ ფარგელბში აღებული იქნება 3 755 000 ლარის ოდენობით. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ძეხვისა და ანალოგიური ხორც-პროდუქტების სულ მცირე 1 450 ტონის წარმოებას განახორციელებს. თავდაპირველად 170 ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ხოლო საბოლოოდ აღნიშნულ კომპანიაში 190 ადამიანი დასაქმდება. ამ კომპანიას ძალიან ბევრი იცნობს, როგორც „ვაკის“ სოსისების საწარმოდ. ის დაიტბორა 13 ივნისის წყალდიდობისას და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება რელოკაცია და ახალი ქონების გადაცემა. პრაქტიკულად 0-დან ხდება აღნიშნული წარმოების აშენება“,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics