|
2015-03-09 09:39:41, 478 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ციხეში, მერაბიშვილის, ახალაიას ან უგულავას მოწამვლა იგეგმება
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, 21 მარტიდან 23 მარტის ფარგლებში, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ციხეში ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება. ამის შესახებ ინაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში, 22 ან 23-ში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ზოგადად ნაცმოძრაობაზე, ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის დავალაბაზე. აპირებენ, რომ მოწამლონ ვანო მერაბიშვილი ან ბაჩო ახალაია ან გიგი უგულავა. ერთ-ერთი ამ სამიდან, ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც მინდა გავასაჯაროვო. მე არ მაქვს უფლება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელი შეიძლება იყოს ვისაც მოწამლავენ, მაგრამ პრაქტიკულად გაწირა ამ სამიდან ის ვისაც მოწამლავენ ან სამივე ერთად გაწირა უკვე სააკაშვილმა, რომელსაც გათვალა იმაზე, რომ ეს ყველაფერი დაბრალდება ხელისუფლებას და პრეზენტირებული იქნება ეს მოწამვლა დასავლეთში. აი რა ხდება საქართველოში“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. ამასთან, ირმა ინაშვილმა სასჯელაღსრულების სამისინისტროს მიმართა და აღნიშნა, რომ ზემოთხსენებულთან დაკავშირებით უწყება ინფორმირებულია, თუმცა მას ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)