13:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 13:59:52, 1389 ნახვა

სამართალი
ასლან აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს გამოაცხადა.

აბაშიძეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ნოდარ იმნაძის ოჯახისთვის 100 ათასი ლარი, ხოლო  თენგიზ ასანიძისთვის 30 ათასი ლარის გადახდა.

ამასთან, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკავშირებითაც  გამოაცხადა.

აბაშიძის ცოლის ძმას, უშიშროების ყოფილ მინისტრს სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

ცნობისთვის, აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics