|
2016-08-11 11:01:25, 1912 ნახვა
Lifestyle
ხიდაშელი მოსამართლეებს: ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თაინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოსამართლეებს მიმართავს. „1საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ "მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო", და ზუსტად ასეა. 2. ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ. ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი. 3. თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვტილებებში თქვით თქვენი სათქმელი. 4. ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ ნაცების არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ და რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედებთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ნაცმოძრაობას, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ“,- წერს ხიდაშელი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)