|
2015-03-07 15:22:15, 528 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია - „არა რუსეთს“ იმართება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „თავისუფალი ზონის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც „ექსპრენსიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე 500-მდე ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეწყდეს და ხელისუფლებამ რუსეთთან სასაუბროდ სხვა გზები აირჩიოს. აქციის მონაწილეები ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვენ, რის მიზეზადაც აცხადებენ, რომ აბაშიძე რუსეთის აგენტია. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპატრულო პოლოციაა მობილიზებული. მათ შენობის შესასვლელი რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. აქციაზე „თავისუფალი ზონის“ წევრებს ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. ამ დროისთვის ისინი სიტყვით გამოდიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)