|
2016-08-03 11:27:30, 1241 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პირველი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავლებმა 354 მილიონი დოლარი შეადგინა
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავლებმა 354 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 7 თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 3 მილიონ 400 ათასზე მეტი იყო. „ჩვენ ასევე ივლისის თვეშიც ძალიან კარგი ზრდა გვაქვს, სადღაც 764 ათასი საერთაშორისო მოგზაური გვყავდა და ასევე დათვლილია პირველი კვარტალი. პირველი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავლებმა 354 მილიონია, რაც 15,7 %-ით არის გაზრდილი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილმთლიანშიდა პროდუქტში 2016 წლის პირველ კვარტალში 6, 8 % შეადგინა, რაც ასევე წინა წელთან შედარებით 11, 5% არის გაზრდილი“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)