|
2015-03-06 10:29:18, 773 ნახვა
სამართალი
შპს "ტონი და კომპანიას“ დირექტორი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე შპს ,,ტონი და კომპანიას“ დირექტორი, დიმიტრი ფერაძე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2013 წლის 22 მარტს ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი. ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიას და სადაზღვეო კომპანია „უნისონს“. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)