|
2016-07-25 19:01:56, 1560 ნახვა
სამართალი კომენტარი
სანდრო ბრეგაძე: ჭკუიდან შეშლილი სევდია უგრეხელიძის მოთხოვნით, რამდენიმე პირი დააპატიმრეს
„თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დოლიძის ქუჩაზე სევდია უგრეხელიძესა და აგილობრივებს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც „ექსპრენიუსს“ ბრეგაძემ განუცხადა, სევდია უგრეხელიძემ ადგილობრივებს შეურაცხყოფა მიაყენა. „დოლიძის ქუჩაზე მოსახლეობა ეზოში იყო შეკრებილი. ამ დროს გაავებული სევდია უგრეხელიძე გამოჩნდა, მივიდა ხალხთან და „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაცია დაიწყო. ამის შემდგე იქ მყოფმა ადამიანებმა უგრეხელიძეს უთხრეს, რომ მათი უფლებები 9 წლის განმავლობაში დაეცვა. რაზეც ამ უზრდელმა, ზნეობისგან დაცლილმა ქალბატონმა ბიჭებს მიმართა, რომ თუ „ნახმარები" იყვნენ ცნობა მოეტანათ და მათ უფლებებსაც დაიცავდა. ამ ყველაფერზე უგრეხელიძემ საკმაოდ უხეში სიტყვიერი პასუხი მიიღო. შემდეგ ამ ქალბატონმა პატრული გამოიძახა. რამდენადაც ვიცი, 15 ეკიპაჟი მოვიდა და პოლიციამ ეს ახალგაზრდები დააპატიმრა. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს - როდის მერე არსებობს მუხლი, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციის მოსმენა არ მინდა, ამის გამო უნდა დამაპატიმრონ?! შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა რცხვენოდეს. როგორ შეიძლება ჭკუიდან შეშლილი უგრეხელიძის მოთხოვნაზე აპატიმრებდე პატიოსან ადამიანს. ეს ადამიანები სასამართლომ უკვე გაათავისუფლა და ისინი აპირებენ სევდია უგრეელიძის წინააღმდეგ შეიტანონ სასამართლოში სარჩელი. სევდია უგრეხელიძე, რომ სრულ ჭკუაზე არ არის, ეს ცალკე თემაა“, - განაცხადა ბრეგაძემ. ჩვენ ვცდილობდით სევდია უგრხელიძესთან დაკავშირებას, თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)