|
2015-03-05 19:08:50, 456 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ. სამთავრობო დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართულ მოდელის და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების და ელექტრონულ სერვისების, დამისამართების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იუსტიციის სახლის კონცეფციასაც გაეცნენ. „უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს სააგენტოში დანერგილი სიახლეები და ზოგადად, ჩვენი საქმიანობა გავაცანით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. უკრიანის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 8 მარტს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)