07:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 13:00:39, 566 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაუტარებენ

მიმდინარე წლის 18 მარტს, ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, 10:00-დან 18:00 საათამდე, გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

როგორ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონსულტაციაზე მიიღებიან მოზარდები შემდეგი დაავადებებით: მწვავე ოსტეომიელიტი, ძვლის კისტა, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის კისტა (საღი გონებით), კიდურების ანომალია, ჰემანგიომა, ჰირშპრუნგის დაავადება, ორგანოების ატრეზიები- ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები (სტომები), ჰიპოსპადია, ეპისპადია, დამწვრობები და მასთან დაკავშირებული გართულებები, სასის ღია ნაპრალი.

აქცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯანმრთელი ბავშვები“-ს და ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „FRIEDENSDORF INTERNATIONAL“-ის (გერმანია) ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მოძიება, აღრიცხვა და გერმანიაში უფასო მკურნალობისათვის გაგზავნა.

დაინტერესებულმა პირებმა 17 მარტამდე ბათუმის N1 პოლიკლინიკაში უნდა წარადგინონ პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი, ფრომა N100, არსებობის შემთხვევაში რენტგენოლოგიური და ტომოგრაფიული კვლევა, ფოტოსურათი და ცნობა ფაქტიური მისამართის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics