09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 17:23:15, 1034 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ჩადებულია მუხლი, რომელიც მხოლოდ საქართველოს იურისდიქციით დაფუძნებული კომპანიების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსებული კომპანიებთან ურთიერთობას  გამორიცხავს.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, სექტემბერში, სლოვენიის ბიზნესდელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში და ბიზნესფორუმის ორგანიზება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სლოვენიური კომპანიები, რომლებისთვისაც დაგეგმილია ინდივიდუალური ვიზიტები საქართველოში, როგორც საინვესტიციო კლიმატის გაცნობის მიზნით, ასევე ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics