02:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 13:35:49, 1249 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: თურქეთში დარჩენილ 2 ქართულ ანსამბლს, სამშობლოში გამომგზავრებამდე საკონსულო უსაფრთხოდ დააბინავებს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, თურქეთში დარჩენილ 2 ქართულ ანსამბლს  საკონსულო სამშობლოში გამომგზავრებამდე  სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს.

როგორც ქუმსიშვიმლა ჟურნალისტებს განუცხადა, თურქეთის მხარესთან, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა კონტაქტი და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. 

„რა ინფორმაციას მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ  საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები  უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში სამშობლოში გამომგზავრებამდე",- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით,  თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხეა დაკავებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics