|
2016-07-14 13:50:27, 4059 ნახვა
კულტურა
ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს
Black sea arena-ს სცენაზე მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს კონცერტს გამართავს. დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება. ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც "Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მან 1997 წელს "მსოფლიო მუსიკის ჯილდო" მიიღო. ცნობილი მევიოლინეს ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება. Black Sea Arena-ს "ივენთ დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანი კავლელიშვილის თქმით, ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარსდგება. "მას ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა, რომ საქართველოში იცნობენ და უყვართ, ამიტომ ის ჩამოვა მისი ჰიტებით, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უყვარს",- აღნიშნა კავლელიშვილმა. Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)