|
2016-07-09 13:05:07, 918 ნახვა
რეგიონი
კვირიკაშვილი სტიქიაზე: მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს
სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვანში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია, წაღებულია გზები, დანგრეულია ხიდები, დახოცილია პირუტყვი. „მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ. ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურიული თვალსაზრისით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა. პრემიერთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)