|
2015-03-03 10:01:13, 697 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მხოლოდ საგარეო ფაქტორით არ არის გამოწვეული
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, მხოლოდ საგარეო ფაქტორით არ არის გამოწვეული. „ეს არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა. მთავრობა მზად არ იყო, მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის. რუსეთიდან საქართველოში, იქ მცხოვრები ქართველების მიერ 60%–ით ნაკლები ფული გადმოირიცხა“, –განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში 2013 წელს ტურისტების რაოდენობა 20%–ით შემცირდა, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება. „2013 წელს ტურისტების რაოდენობა 20%–ით შემცირდა, ნაწილობრივ ვიზების ფაქტორით, ეს კი პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რადგან ჩვენ რიგი სამიტისგან გვინდა მწვანე შუქი მივიღოთ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა ჯორჯ–თაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. დავით უსუფაშვილის კომენტარის თარგმანი, "რუსთავი 2"–მა გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)