10:51 - 28 May, 2026
|
2016-07-02 10:30:31, 1250 ნახვა
სამართალი
მამაკაცი, რომელიც წუხელ კანდელაკის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელსაც წუხელ თბილისში კანდელაკის ქუჩაზე მიბჯენით ესროლეს, გარდაიცვალა. ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ცხაკაიას გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. დაჭრილს ორი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შემთხვევის თვითმხილველი მიხეილ ცხაკაიას დედა გახდა: მამაკაცი სახლში იმყოფებოდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა დაუძახეს, სახლიდან გამოიყვანეს და სწორედ ამ დროს გაისმა სადარბაზოსთან სროლის ხმაც. მკვლელობის მოტივი დაუდგენელია, მეზობლები შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობენ, თუმცა, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მიხეილ ცხაკაიას პირადი მტრები არ ჰყავდა და არც საეჭვო პირებთან ან ჯგუფებთან ურთიერთობაში ყოფილა შემჩნეული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)