|
2016-06-16 14:09:14, 912 ნახვა
რეგიონი
სურამში №9 -ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება
სურამში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე №9 -ე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ხაშურის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად მხარის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და მისმა მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა მოინახულეს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობა და სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. საბავშო ბაღის მომსახურებით ისარგებლებს 100-მდე აღსაზრდელი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული,რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის თქმით, პროექტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ღირებულება 130 000 ლარზე მეტია და სასწავლოს სეზონის დაწყებამდე დასრულდება. სამუშაოებს აწარმოებს შპს „იმგო“.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)