|
2016-06-15 13:23:18, 3749 ნახვა
კულტურა
„თიბისი გალერეა“ გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენას მასპინძლობს
„თიბისი გალერეა“ უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დანახული სამყარო" მასპინძლობს. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. კერძოდ, ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა. უსინათლო მხატვრის შემოქმედება პორტრეტის, ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრშია შესრულებული. ხატვის საკუთარი მეთოდით შექმნილი ნამუშევრები ექსპრესიულობითა და ფერების სიმრავლით გამოირჩევა. გიორგი ქობელაშვილისთვის განსაკუთრებულად საყვარელია ძველი თბილისის თემა. სწორედ ამიტომ, ამ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს მის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია. მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, გიორგი ქობელაშვილი დღემდე სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის გრაფიკაში მუშაობს, რაც განსაკუთრებულ სიზუსტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. გიორგი ქობელაშვილმა მხედველობა 90-იანი წლების შემდეგ დაკარგა. ამბობს, რომ მისი შემოქმედება და ცხოვრების სტილი შშმ პირებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა „თვალით და გონებით დანახული სამყარო" დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 17 ივნისამდე ელოდება. გამოფენაზე შესაძლებელია მხატვრის ნამუშევრების შეძენაც.
(R)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)