08:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 09:31:44, 916 ნახვა

სამართალი
შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საჯად დ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო 1956 წელს დაბადებულ ასლან კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„სამართალდამცველებმა, საჯად დ.-ს ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 24 გრ გამომშრალი მარიხუანა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, „LLAMA“-ს მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics