19:28 - 25 May, 2026
|
2016-06-07 09:37:44, 4124 ნახვა
კულტურა
ბათუმში დღეს „Maroon 5"-ის კონცერტი გაიმართება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. დღეს, ბათუმის „საოცრებათა მოედანზე" მსოფლიოში ცნობილი პოპ-ჯგუფის „Maroon 5"-ის კონცერტი გაიმართება. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს; შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები - მათ შორის: "Sunday Morning", "Moves Like Jagger", "Sugar" და სხვა. „Maroon 5"-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi" ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა" და „New York Brass Band"-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi" საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)