|
2016-06-06 14:00:23, 3779 ნახვა
კულტურა
დღეს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გაიმართება
6 ივნისს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გამართება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ფესიტავლის მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები. საღამოზე ასევე მონაწილეობენ ლაურეატი ანსამბლები. ფინალურ კონცერტს წარუძღვებიან ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. „ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. დასრულდა ფესტივალის მეორე ტური. მართლაც, არაჩვეულებრივი კონცერტების მომსწრენი გავხდით. დიდი იმედი მაქვს, ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ფინალი 27-28 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ ფინალისტი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები. მანამდე კი 6 ივნისს, მაყურებლის წინაშე ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები წარდგებიან. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია”, - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)