|
2016-06-03 16:53:51, 1169 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების აღსაკვეთად მოხალისეთა რაზმებს შექმნის
პოლონეთი რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების აღსაკვეთად მოხალისეთა რაზმებს შექმნის, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე გჟეგოჟ კვასნიაკზე დაყრდნობით იუწყება. კვასნიაკის თქმით, ამგვარი ქვედანაყოფის შექმნის მიზანს უკრაინის კონფლიქტის მსგავსი ჰიბრიდული ომისთვის მომზადება წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, ქვედანაყოფში 35 ათასი მოხალისე გაერთიანდება, რომლებიც სამხედრო მომზადებას გაივლიან. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მონაცემებით, თითოეული მოხალისე ყოველთვიურად 500 ზლოტს (დაახლოებით 125 ევროს) მიიღებს. ცნობისთვის, უკრაინის კრიზისის დაწყებიდან პოლონეთში მოხალისეთა ფორმირებების რაოდენობა გაიზარდა. მათი შემადგენლობა 12 ათასს აღწევს. 7-დან 17 ივნისამდე პოლონეთის მოხალისეთა რაზმები პირველად ნატო-ს წვრთნაში ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ პოლონეთსა და რუმინეთში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტები განთავსდება, რუსეთი იძულებული იქნება, აღნიშნულ ქმედებებს უპასუხოს. როგორც პუტინმა აღნიშნა, ვაშინგტონის ანტისარაკეტო ფარი რუმინეთსა და პოლონეთში მისი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)