|
2016-05-25 20:38:37, 4112 ნახვა
კულტურა
ქუვეითში ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული უძველესი ხელნაწერების ფოტო-ასლების გამოფენა გაიხსნა
ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ქუვეითის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს (NCCAL) ორგანიზებით გაიხსნა ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული უძველესი ხელნაწერების ფოტო-ასლების გამოფენა. გამოფენა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენა საქართველოს ელჩმა როლანდ ბერიძემ და ქუვეითის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქამალ ალ აბდულ ჯალილმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ქუვეითის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქამალ ალ აბდულ ჯალილმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა უიშვიათესი არაბული ხელნაწერების საქართველოში არსებობის ფაქტს. მისი თქმით, გამოფენა მათთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მიმდინარე წელს ქუვეითიც ზეიმობს მნიშვნელოვან თარიღს (ICESCO-მ ერთი წლის ვადით ქუვეითი რეგიონში ისლამური კულტურის დედაქალაქად გამოაცხადა). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ანბანი, სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ქართული ისტორიული ხელნაწერები, ეტრატზე და პაპირუსზე შესრულებული ფრაგმენტები და ილუსტრაციები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ნიმუშები (შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო კარაბადინი, სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონა, თამარ მეფის კუთვნილი სახარება ,,ვანის ოთხთავი'', მეფე ერეკლე მეორეს ხელნაწერები, ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი, ასევე არაბული წიგნები, იბნ-სინას სამკურნალო წიგნი და სხვა). ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული სხვადასხვა წიგნები და ბეჭდური მასალა, რომლებიც განთავსდება ქუვეითის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ქართული წიგნის კუთხეში. გამოფენაზე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლოზ ჟღენტმა წარმოადგინა ლექცია-პრეზენტაცია ქართული ანბანის განვითარების ეტაპების, ასევე ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების შესახებ. გამოფენას ესწრებოდნენ ქუვეითის კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს, ქუვეითის კულტურის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ქუვეითის ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი პედაგოგები, სტუდენტები, დიასპორის წარმომადგენლები და ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)