|
2016-05-25 17:05:21, 811 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკმა“ MEETING ROOM-ის ფარგლებში, პირველ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა
სასტუმრო "რადისონში" ბიზნეს კონფერენცია- "სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში" ჩატარდა. აღნიშნული კონფერენცია პაშა ბანკის ახალი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში შედგა და მისი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Colliers International. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეხვედრას, რადგან მზარდი ტურისტული ნაკადის ფარგლებში, რასაც ბოლოდროინდელი სტატისტიკა ადასტურებს, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფორუმის დამსწრეებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოში ტურიზმის არსებული დინამიკა, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. "კონფერენცია ტურზიმის განვითარების საკითხებს ეხება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თანამონაწილეს, რამეთუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თანამშრომლობა კერძო სექტორსა და მთავრობას შორის ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა ჩოგოვაძემ. Colliers International -ის სათავო ოფისიდან სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა მარკ ფინიმ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ ოპერატორების უპირატესობებზე ისაუბრა. Colliers International უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, რომლის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, უძრავი ქონების კვლევა, კონსალტინგი და შეფასება წარადგინა. კონფერენციას ესწრებოდნენ სასტუმრო ბიზნესში ჩართული და ამ სექტორით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები: Hotels and Preference, Rixos, Hilton, Mariott, Dreamland Oasis, Axis, Anagi და სხვა. "მოხარული ვართ, რომ MEETING ROOM-ის პირველი შეხვედრა წარმატებით შედგა და ჩვენ რეალურად დავინახეთ მისი, როგორც ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის, მნიშვნელობა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კონფერენცია დადებითად აისახება ქვეყანაში სასტუმრო ბიზნესის განვითარებაზე და პაშა ბანკი მომავალშიც უმასპინძლებს კონფერენციებს სხვადასხვა თემატიკაზე",-განაცხადა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა გოგა ჯაფარიძემ. შგახსენებთ, MEETING ROOM-ეს არის პაშა ბანკის ახალი პროექტი, სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც თავს მოუყრის კონკრეტული ინდუსტრიებით დაინტერესებულ ადამიანებს და შექმნის ახალ საკომუნიკაციონ სივრცეს გამოცდილების და იდეების გაზიარებისთვის.
(R)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)