06:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 10:01:31, 1045 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მხარდამჭერებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. 

როგორც ”ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

ასევე, დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics