|
2016-05-12 14:22:58, 1055 ნახვა
სხვადასხვა
Apple ზედიზედ მეექვსედ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა
გამოცემამ Forbes მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად ამერიკული კომპანია Apple ზედიზედ მეექვსედ დაასახელა. კომპანია საგრძნობლად Google-ს, Microsoft-ს და Coca-Cola-ს უსწრებს. Apple -ის ღირებულება ბოლო ერთ წელიწადში 6%-ით გაიზარდა და 2016 წელს 154,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყოველწლიურად კომპანია რეკლამაზე 1,8 მილიარდ დოლარს ხარჯავს. Forbes-ის ვერსიით მეორე ადგილზეა კომპანია Google. მისი ღირებულება 87%-ით ნაკლებია ვიდრე Apple-ის და 82,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის სარეკლამო ხარჯები ყოველწლიურად 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე 75,2 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე ამერიკული კომპანია Microsoft-ია, რომელიც რეკლამაში 1,9 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ძვირადღირებული ბრენდების ხუთეულში მოხვდნენ Coca-Cola(58,5 მლრდ დოლარი) და Facebook (52,6 მლრდ დოლარი). რეიტინგის ათეულში შევიდნენ იაპონური კომპანია Toyota (42,1 მლრდ), ამერიკული IBM (41,4 მლრდ), Disney (39,5 მლრდ), McDonald (39,1 მლრდ) და GE (36,7 მლრდ).
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)