|
2016-04-30 08:21:06, 901 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Moody’s“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილა. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. მისი განცხადებით, სარეიტინგო კომპანიების მიერ დადგენილი რეიტინგების მიხედვით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი პოზიტიური ინდიკატორები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის მარტში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა 3,4 პროცენტი შეადგინა. ასევე პოზიტიური დინამიკაა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც: მარტიდან ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 11 პროცენტით გამყარდა; ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა; თებერვალ-მარტში მოხდა ექსპორტის რეალური მატება, ტურიზმი კი 16 პროცენტით გაიზარდა. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა. მისი პროგნოზით, მომდევნო თვეებშიც ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა შენარჩუნდება. უწყების ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მისი ძირითადი ორიენტირები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. შეხვედრაზე “Moody’s”-ის ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, აგრეთვე მიმდინარე რეფორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ყოველწლიურად გაუმჯობესდება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)