00:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:54:43, 916 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მიმართულება დაემატა

28 აპრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიამ - „ Ural Airlines “ ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ “ტავ ჯორჯია"-დან აცნობეს, პირდაპირი ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და ორშაბათს, A-320 და A-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.

„ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია „ Ural Airlines “ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ 2 ახალ მიმართულებას შესთავაზებს. 16 მაისიდან ბათუმიდან პირდაპირი რეისები პეტერბურგში, ხოლო 7 ივნისიდან კი სამარაში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „ Ural Airlines “-მა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება გასულ სეზონზე მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყო. 

რუსული ავიაკომპანია „Ural Airlines“ 1943 წელს დაფუძნდა და ამჟამად ავიაკომპანია 34 ავიახომალდით, 40 მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებით დაფრინავს. დღეისათვის „ Ural Airlines “-ის ავიაპარკი 18 Airbus A320, 10  А321 და    6 А319 ტიპის ავიახომალდისაგან შედგება“, - ნათქვამია “ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics