|
2016-04-28 11:21:26, 1220 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უკრაინელი პილოტის ადვოკატმა გააკეთა. მარკ ფეიგინის თქმით, ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ორ თვემდე გაგრძელდეს. "მივიღე სავჩენკოს განცხადება მისი თანხმობის შესახებ, სასჯელის უკრაინაში მოხდასთან დაკავშირებით. პროცედურების თანახმად, მისთვის შესავსებად უნდა გადაეცათ საბუთები, რომელიც ამ პროცესს დაიწყებდა. ვიმედოვნებ, ეს პროცედურა დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ერთიდან ორ თვემდე გაგრძელდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა. უკრაინულმა მედიამ გაავრცელა სავჩენკოს დის - ვერას კომენტარიც, რომელმაც პატიმარი მოინახულა და განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო პროცედურების დასაწყებად საჭირო საბუთებს უკვე ავსებს. ცნობისთვის, თავად ვერა სავჩენკო კი რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ, უკვე თავისუფალია. უკრაინული მედიის ცნობით, მას რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე პასპორტი ჩამოართვეს და რუსეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)