|
2016-04-28 09:58:22, 747 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საინვესტიციო როუდ შოუს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სამ ქალაქში საინვესტიციო როუდ შოუ მიმდინარეობს. პირველი ქალაქი, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პოტენციურ ინვესტორებთან მსგავსი სახის შეხვედრა გაიმართა, ჩიკაგოა. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. საინვესტიციო როუდ შოუს მიზანი ამერიკული ბიზნესისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყნის გაცნობა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და ინიციატივების წარდგენაა. ,,ჩვენ შევხვდებით პორტფოლიო ინვესტორებს, რომლებიც, როგორც წესი, ფულს აბანდებენ სახაზინო ვალდებულებებსა და ევროობლიგაციებში, ასევე, აკეთებენ გრძელვადიან დაბანდებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტორებს ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მათგან მოზიდული სახსრები, როგორც წესი, არის ხოლმე ძალიან იაფი, გრძელვადიანი და შესაბამისად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. დღეს მათ წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი - თუ სად, რომელ სექტორებში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აუცილებლად გვექნება უკვე წარმატებული შემთხვევები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ოფიციალური პირების გარდა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან წამყვანი ქართული კომპანიების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები. ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების ინდივიდუალური შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან. როუდ შოუს დაგეგმვა საერთაშორისო ფინანსური კონგლომერატის CitiGroup-ისა და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის J.P. Morgan-ის მხარდაჭერით მოხდა. ანალოგიური შეხვედრები ჩიკაგოს შემდეგ ბოსტონსა და ნიუ-იორკშიც გაიმართება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)