|
2015-02-22 13:09:58, 742 ნახვა
სამართალი
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ნიჟარაძესა და ბოდოკიას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს
თბილისის მერიის ზედამხედველობსი სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი, გეგი ნიჟარაძესა და ჯოკია ბოდოკიას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ნამიჭეიშვილი აცხადებს, დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ და თბილისის მერიის ზედამხედველობის აპარატის ყოფილმა უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ მასზე მორალური, დამამცირებელი ზეწოლა განახორციელეს. ნამიჭეიშვილის თქმით, ბოდოკიამ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერა აიძულა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)