23:42 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 13:06:33, 749 ნახვა

ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ - ოქროს ბრენდი 2015-ის სპეციალური პარტნიორი

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ოქროს ბრენდის დაჯილდოების ყოველწლიური, მეთერთმეტე ცერემონია „Golden Brand 2015“ გაიმართა.

ღონისძიების სპეციალური პარტნიორი „პაშა ბანკი“ იყო.

ოქროს ბრენდის დაჯილდოება 2006 წლიდან ავლენს წლის წარმატებულ კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.

ღონისძიებას ტრადიციულად დაესწრნენ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსიდან.

სტუმრებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის მზად ყოფნას, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და ზრდას.

ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს: ელიტ ელექტრონიქსი; იფქლი; ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჩერი“; ლაბორატორია “ჩემი სახლი”; ასპრია; გაზგასამართი სადგურების ქსელი „ფორმულა გაზი“.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკვე მეორედ პარტნიორობა გავუწიოთ ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას აძლევს ნომინანტ და გამარჯვებულ კომპანიებს მეტი წინსვლისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics